კომპანიის შესახებ

საერთაშორისო იურიდიული კომპანია - რუსეთის ერთერთი უმსხვილესი იურიდიული კომპანიაა B2B სექტორში, რომელიც სპეციალიზებულია მომსახურების გაწევაზე კორპორაციული სამართლის, საგადასახადო კონსალტინგის და სასამართლოებში წარმომადგენლობის სფეროში.

კომპანიის ისტორია დაიწყო 2001 წელს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კომპანიის ზრდამ შეადგინა 80 %-ზე მეტი, გაიზარდა ახალი პროექტების, გარიგებების რაოდენობა და, შესაბამისად, გაიზარდა კვალიფიცირებული სპეციალისტების შტატი, 2009 წელს კომპანიის ოფისი გადავიდა ოსტოჟენკას ქუჩაზე დედაქალაქის ისტორიულ ცენტრში.

ჩვენი კომპანიის მთავარი ფასეულობაა – თანამშრომლების შეკრული გუნდი. ამჟამად, კომპანიის კოლექტივი აერთიანებს თავის შემადგენლობაში 50-ზე მეტ მაღალ პროფესიონალ სპეციალისტს, რომელნიც სპეციალიზებულნი არიან სამართლის ცალკეულ დარგებში, მათ შორის სპეციალისტებს საგადასახადო სამართლის დარგში, რომელნიც ეხმარებიან კლიენტებს გასვლითი და კამერალური საგადასახადო შემოწმებების უნაკლოდ გავლაში. ჩვენ ვამაყობთ საკუთარი თანამშრომლებით და მხარს ვუჭერთ გუნდურ სულს, ორგანიზებას ვუწევთ მამოტივირებელ და გამაერთიანებელ კორპორაციულ ღონისძიებებს.

კომპანიის წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობენ იურიდიული და საქმიანი საზოგადოებრიობის ცხოვრებაში, მუდმივად მონაწილეობენ კონფერენციებში, სემინარებში, გამოფენებში, აგრეთვე მრავალ იურიდიულ ფორუმში, მათ შორის პეტერბურგის საერთაშორისო იურიდიულ ფორუმში, რომელიც ყოველწლიურად ტარდება.

კოლექტივის აწყობილი მუშაობა, გადაწყვეტილებების კოლეგიალურად მიღება რთულ სიტუაციებში მუშაობის სტრატეგიის თაობაზე, არსებული პრაქტიკის და პრეცენდენტების ანალიზი, აგრეთვე სამართლებრივი კოლიზიების გამოყენების უნარი, ჩვენს სპეციალისტებს სამუშაოს უმაღლესი შედეგების მიღწევის საშუალებას აძლევენ.

ფაქტები და ციფრები

ჩვენი განმასხვავებელი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ გაგვაჩნია რთული იურიდიული ამოცანების გადაჭრის რეალური გამოცდილება.

  • ყოველთვიურად ჩვენი კომპანია ოპერატიულად და უარების გარეშე ატარებს რეგისტრაციაში რამდენიმე ათეულ არაკომერციულ ორგანიზაციას იუსტიციის სამინისტროში, ეს საშუალებას აძლევს საერთაშორისო იურიდიულ კომპანიას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დარჩეს უპირობო ლიდერი რუსეთში არაკომერციული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების რეგისტრაციის სფეროში.
  • ჩვენ ბევრ დარგში თვითრეგულირებადი ორგანიზაციების შექმნის სპეციალისტები ვართ და გაგვაჩნია «გასაღების ქვეშ» თრო-ს შექმნის დიდი პრაქტიკული გამოცდილება.
  • ჩვენი იურისტები ყოველთვიურად ახორციელებენ რამდენიმე ასეული იურიდიული პირის რეორგანიზაციის თანხლებას. ასეთი დიდი პრაქტიკული გამოცდილება ყველა რისკის მინიმიზირების და რეორგანიზაციის პროცესის ვადების შემცირების საშუალებას გვაძლევს.
  • ჩვენ ყოველთვიურად ვახორციელებთ რამდენიმე ათეული ნებაყოფლობითი ლიკვიდაციის თანხლებას და იურიდიული პირების ნებაყოფლობითი ლიკვიდაციის პროცესში ყველა რისკის მინიმიზება შეგვიძლია.
  • ჩვენ გაგვაჩნია ფაბრიკების, ქარხნების, ქსელური კომპანიების და მაღაზიების გაკოტრების პროცედურების თანხლების დიდი გამოცდილება. ვალაუვალობის (გაკოტრების) სფეროში კანონების საუკეთესო ცოდნა საშუალებას გვაძლევს ეფექტურად დავიცვათ როგორც კრედიტორების ინტერესები, ისე პრობლემური ორგანიზაციის მესაკუთრეების ინტერესები. გაკოტრების ყველა პროცესზე, რომლის თანხლებასაც ჩვენ ვახდენდით, არც ერთ მონაწილეს ან ხელმძღვანელს არ დაკისრებია სუბსიდიარული პასუხისმგებლობა.

ჩვენი კლიენტები

ამჟამად 500-ზე მე კომპანია არის ჩვენი მუდმივი კლიენტი. პერსონალური მიდგომა თითოეული კლიენტის და მისი მოთხოვნილებების მიმართ, საშუალებას გვაძლევს წარმატებით ვიმუშაოთ როგორც მსხვილი, ისე მცირე ბიზნესის წარმომადგენლებთან. რთული სამართლებრივი ამოცანების გადაჭრაში ჩვენი დიდი გამოცდილების გათვალისწინებით, ბევრი იურიდიული კომპანია, რომელიც თვითონ არ ასრულებს ამა თუ იმ მომსახურებას, მოგვმართავს ჩვენ და ჩვენ ვხდებით უშუალო შემსრულებლები. ჩვენ ვაფასებთ ჩვენს პარტნიორებს და მომსახურების სპეციალურ პირობებს ვთავაზობთ ადვოკატებს, იურიდიულ და საბუღალტრო კომპანიებს.

ჩვენი მუშაობის მაღალი ხარისხის საუკეთესო დადასტურებაა - ჩვენი კლიენტების და პარტნიორების დადებითი შეფასებები. კერძოდ, კომპანიამ მიიღო ასობით მადლობა კოლეგა-იურისტებისგან თემატურ იურიდიულ ფორუმებზე მხარდაჭერისთვის რთული სამართლებრივი საკითხების გადაჭრაში. ერთ-ერთი ჩვენი უდაო უპირატესობა კლიენტებთან ურთიერთობაში არის ის, რომ ჩვენ არანაირ შემთხვევაში არ ვახმაურებთ თვით კონკრეტულ კომპანიებთან თანამშრომლობის ფაქტს, მით უმეტეს, თანამშრომლობის პირობებს.

ჩვენ კლიენტების მადლიერნი ვართ ნდობისთვის და გაწეული მხარდაჭერისთვის და კვლავ გავაგრძელებთ მომსახურების და სერვისის ხარისხის მაღალი დონის სტაბილურად უზრუნველყოფას, მუდმივად დახვეწისკენ და განვითარებისკენ სწრაფვით.



ახალი ამბები

Яндекс.Метрика